ავტორიზაცია

ატლეტიკოს ესპანელი ნახევარმცველი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

ატლეტიკოს ესპანელი ნახევარმცველი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 02 Aug 2023, 23:15
„ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ კარიერა შესაძლოა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

Get Spanish Football News-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის „ალ აჰლიში“ ტრანსფერის მოლაპარაკებები განვთარებულ ეტაპზეა.

უახლოეს პერიოდში, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ახალი კლუბისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი საბოლოოდ უნდა დაიხუროს.

The Athletic-ის ცნობით, „ატლეტიკო“ ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.