ატლეტიკოს ლიონის ნახევარმცველის შეძენა სურს
"ატლეტიკო" "ლიონის" ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაინშის შეძენითაა დაინტერესებული.
როგორც El Des Marque იტყობინება, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას 23 წლის ბრაზილიელის დამატება უნდა, მისდამი ინტერესს "როხიბლანკო" ჯერ კიდევ მაშინ იჩენდა, სანამ საფრანგეთში გადაბარგდებოდა.
პოტენციური ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონ ევროდ ფასდება.
მიმდინარე სეზონში გიმარაინშმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.