ავტორიზაცია

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "სუპერლიგის ჩაშლით მხოლოდ ინგლისურმა კლუბებმა იხეირეს"

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "სუპერლიგის ჩაშლით მხოლოდ ინგლისურმა კლუბებმა იხეირეს"
თარიღი 16 ნოე 2023, 00:52
„ატლეტიკოს“ პრეზიდენტის, ენრიკე სერესოს თქმით, სუპერლიგა, რომელიც დასაბამშივე ჩაიშალა, ესპანური ფეხბურთისთვის სასიკეთოდ იმოქმედებდა.

„მე მგონია, რომ სუპერლიგის იდეა ესპანური ფეხბურთისთვის კარგი იყო.

ამ ტურნირის არშედგომით ინგლისურმა გუნდებმა იხეირეს და ყველა საუკეთესო ფეხბურთელი თავისთან წაიყვანეს.

„ატლეტიკო“ ამ პროექტიდან იმიტომ გავიდა, რომ უეფას სანქციები აერიდებინა თავიდან.“, - აღნიშნა „როხიბლანკოს“ მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის დაარსება 2021 წლის აპრილში ოფიციალურად 12-მა ევროპულმა კლუბმა დააანონსა, თუმცა მასობრივი პროტესტების და უეფას მუქარების ფონზე პროექტის ოფიციალურად დატოვების განცხადება 10-მა კლუბმა გააკეთა, მათ შორის - „ატლეტიკომაც“.

სუპერლიგის მომხმრე და მონაწილე კლუბებს შორის დღემდე მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ მოიაზრებიან.