ატლეტიკოს უდინეზეს ნახევარმცველი სურს

"ატლეტიკო" "უდინეზეს" ნახევარმცველ როდრიგო დე პაულით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი 26 წლის არგენტინელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
მადრიდული კლუბი, თავის მხრივ, ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის.
2020/21 წლების სეზონში დე პაულმა "უდინეზეს" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.