აუგსბურგს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"აუგსბურგმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰაიკო ჰერლიხი დაითხოვა, მის ადგილს მარკუს ვაინცირლი დაიკავებს, იუწყება კლუბის საიტი.
ვაინცირლი 2012 წლიდან 2016 წლამდე "აუგსბურგს" სათავეში უკვე ედგა და გუნდი ევროპა ლიგაზე გაიყვანა.
46 წლის სპეციალისტმა კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "აუგსბურგი" მე-13 ადგილს იკავებს და "კიოლნს", რომელიც გასავარდნ ზონაშია, 4 ქულით უსწრებს.