ავტორიზაცია

აზიაში ლა ლიგის მატჩები უფასოდ გადაიცემა

აზიაში ლა ლიგის მატჩები უფასოდ გადაიცემა
თარიღი 15 Aug 2018, 02:29
ავღანეთში, ბანგლადეშში, ბუტანში, ინდოეთში, ნეპალში, შრი ლანკასა და პაკისტანში ლა ლიგის თამაშები უფასოდ გადაიცემა.

ცნობილია, რომ მომავალი სამი სეზონის განმავლობაში ესპანელები ფეისბუქის საშუალებით, პრიმერა დივიზიონის შეხვედრებს უსასყიდლოდ გადასცემენ.

ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ეს გეგმა გაჭირვებული სახელმწიფოებისთვის არის, რომელთაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ ტრანსლაციები შეიძინონ.

ასევე, ეს ხელს შეუწყობს ესპანური ფეხბურთის განვითარებას.

ზემოთმოყვანილი ქვეყნები, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თითო მოსახელზე შიდა პროდუქტით შემდეგნაირად გამოიყურებიან:

1. შრი ლანკა - 12 811 აშშ დოლარი

2. ბუტანი - 9561 აშშ დოლარი

3. ინდოეთი - 7 000 აშშ დოლარი

4. პაკისტანი - 5 527 აშშ დოლარი

5. ბანგლადეში - 3 869 აშშ დოლარი

6. ნეპალი - 2692 აშშ დოლარი

7. ავღანეთი - 1981 აშშ დოლარი

გაცნობებთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში თითო სულ მოსახლეზე, საშუალოდ 10 699 აშშ დოლარის ღირებულების შიდა პროდუქტი წარმოიქმნა. სიაში ჩვენზე წინ მხოლოდ შრი ლანკაა.

ასევე იხილეთ:

კალინიჩი: "სწორედ ამიტომ ვთქვი უარი მუნდიალის მედალზე"

AS: ლოპეტეგიმ პერესს 2 ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

აგენტი: "მოდრიჩს სერია A-ში გადასვლა რონალდუს გამო უნდა"