B ჯგუფში ვითარება დაიძაბა — რუსეთმა ფინეთს მძიმე ბრძოლაში მოუგო [VIDEO]
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურის ეგიდით, ფინეთისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული დაპირისპირება რუსების გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.
მატჩში პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა, რომელიც არ ჩაითვალა - ფინელთა ფორვარდმა, იოელ პოიანფალომ მეტოქის კარის აღება მოახერხა, თუმცა გატანილი ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის მეორე კომპენსირებულ წუთზე კი რუსეთი დაწინაურდა - ფინელებს ალექსეი მირანჩუკმა გაუტანა.
მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და რუსებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს, ჯგუფში კი ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ასე და ამგვარად, ამ დროისთვის, B ჯგუფში ერთდროულად 3 გუნდს აქვს 3-3 ქულა - ბელგიას, რუსეთსა და ფინეთს, დანია კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
ვიდეომიმოხილვა