ავტორიზაცია

ბაიერ ლევერკუზენი გერმანიის თასის ფინალში გავიდა

ბაიერ ლევერკუზენი გერმანიის თასის ფინალში გავიდა
თარიღი 04 აპრ 2024, 17:32
ზედიზედ 40 წაუგებელი მატჩის შემდეგ ბაიერ ლევერკუზენი გერმანიის თასის (DFB POKAL) ფინალში ითამაშებს. ჩაბი ალონსოს გუნდმა დუსელდორფს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და 4:0 მოუგო. გოლები: ჯერემი ფრიმპონგმა, ამინე ადლიმ და ფლორიან ვირცმა (2 გოლი) გაიტანეს. ამ სეზონში ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა 35 მატჩი მოიგო და 5 ფრედ ითამაშა

გერმანიის თასის ფინალი 25 მაისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ გაიმართება.