ავტორიზაცია

ბაიერნი ჩელსის ფორვარდის დამატებას გეგმავს

ბაიერნი ჩელსის ფორვარდის დამატებას გეგმავს
თარიღი 15 Aug 2025, 20:41
ბაიერნი ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, გერმანელებმა უკვე სამი ფეხბურთელი დაიმატეს. ვენსან კომპანის მიზანი 1 სექტემბრამდე კიდევ მინიმუმ ორი ფეხბურთელის დამატებაა.

მთავარ სამიზნედ კრისტოფერ ნკუნკუ მოიაზრება. ბაიერნი ფრანგი ფორვარდის ტრანსფერზე ოფიციალურად მუშაობს, ხოლო ჩელსი მზადაა მის გაყიდვაზე იმსჯელოს. ინტერესდებიან ინტერი და ლაიფციგიც, თუმცა ყველაზე აქტიური მაინც გერმანული კლუბია.

ბაიერნი ნკუნკუს დამატებას წარსულშიც ცდილობდა, და ახლა გარიგების განხორციელების შანსი საკმაოდ დიდია. უახლოეს დღეებში ტრანსფერის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.