ბაიერნი ჰოლანდის შეძენას არ აპირებს - ნორვეგიელისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
ჯერჯერობით, „ბაიერნი“ „ბორუსიას“ ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენურ გრანდს ამ ტრანსფერისთვის საჭირო სახსრები გააჩნია, ისინი ნორვეგიელის შეძენისგან ჯერ თავს შეიკავებენ,.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება.
ამავდროულად, 20 წლის ფეხბურთელით ინტერესდებიან პრემიერ ლიგის გუნდები - „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „სიტი“ და „ჩელსი“. თუმცა, ფავორიტად მადრიდის „რეალი“ მოიაზრება.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჰოლანდმა 18 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.