ავტორიზაცია

ბაიერნი მზად არის ვირცის ტრანსფერისთვის რეკორდული თანხა გამოყოს

ბაიერნი მზად არის ვირცის ტრანსფერისთვის რეკორდული თანხა გამოყოს
თარიღი 02 May 2025, 15:21
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნის მთავარი სამიზნე ლევერკუზენის შემტევი ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი იქნება.

ფრანგული lequipe-ის ცნობით, რეკორდმაისტერი მზად არის აღნიშნული ტრანსფერისთვის 250 მილიონი ევრო გამოყოს — 125 მილიონი სატრანსფერო ღირებულება, 125 მილიონი ხელფასი 5 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვირცი ლევერკუზენის პირველ გუნდში 2020 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მან კლუბის მაისურით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 13 ასისტი გაიფორმა. ბაიერნის გარდა, ვირცის ტრანსფერზე აქტიურად მადრიდის რეალიც მუშაობს.