ბაიერნი შალკეს ფორვარდისთვის ბრძოლაში ჩაერთო
"შალკეს" თავდამსხმელმა, მეტიუ ჰოპმა კარიერა შეიძლება "ბაიერნში" გააგრძელოს, წერს ESPN.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები 20 წლის ამერიკელის დამატებას ზაფხულისთვის გეგმავენ.
კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა შემტევში 32 წლის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ხედავს.
"შალკე" მზადაა ჰოპი 20 მილიონ ევროდ გაუშვას, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს.
მიმდინარე სეზონში გელზერკირხენელთა შემტევმა 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.