ავტორიზაცია

ბაიერნი V რეალი - ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი იწყება

ბაიერნი V რეალი - ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი იწყება
თარიღი 30 აპრ 2024, 10:57
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის 1/2 ფინალური ეტაპი დაიწყება და პირველი მატჩი მიუნხენში გაიმართება, სადაც ბაიერნი რეალს უმასპინძლებს.

გუნდებმა 1/4 ფინალში დაძაბული ბრძოლები გამოიარეს - ბაიერნმა არსენალი ორი მატჩის ჯამში 3-2 დაამარცხა, ხოლო რეალმა მოქმედი ჩემპიონს, სიტის პენალტების სერიაში მოუგო.

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი და რეალი ბოლოს 2017/18 წლების სეზონის 1/2 ფინალში შეხვდნენ, სადაც სამეფო კლუბმა რეკორდმაისტერი ორმატჩიან დაპირისპირებაში 4-3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ისტორიაში გუნდები ერთმანეთს სულ 35-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 16 მატჩი ბაიერნმა მოიგო, 14-ჯერ გამარჯვებული რეალი დარჩა, ხოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გერმანულ-ესპანური დაპირისპირების ბომბარდირი კი 9 გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, კიმი, დაიერი, დევისი, პავლოვიჩი, გორეცკა, ზანე, მუსიალა, მიულერი, კეინი
რეალი: ლუნინი, ვასკერი, ჩუამენი, რუდიგერი, მენდი, კროოსი, კამავინგა, ვალვერდე, ბელინგემი, ვინისიუსი, როდრიგო

ბაიერნის და რეალის დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.