ბაიერნის გერმანიის თასზე გასამართი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო
გერმანიის თასის პირველი რაუნდის მატჩი „ბაიერნსა“ და მეხუთე დივიზიონის გუნდს „ბრემერს“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შეხვედრა პარასკევს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბრემენში საკარანტინო ზომები დაწესდა, რის გამოც „ბაიერნი“ ამ ქალაქში მატჩის ჩასატარებლად ჩასვლას ვერ მოახერხებს.
მატჩის გამართვის ახალ თარიღს გერმანული ფეხბურთის საბჭო კლუბებთან უახლოეს პერიოდში შეათანხმებს.
ინფორმაცია ოფიციალურად „ბაიერნის" ვებ-გვერდმაც დაადასტურა.
გასულ სეზონში „რეკორდმაისტერმა" გერმანიის თასის მოგება ვერ მოახერხა - საწყის რაუნდებში „ჰოლშტაინ კიელთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.