ბაიერნის გოლკიპერი შესაძლოა იჯარით უნიონში გადავიდეს

"ბაიერნის" გოლკიპერი, ალექსანდრ ნიუბელი იჯარით შეიძლება სხვა კლუბში გადავიდეს, წერს Bild.
მიუნხენური გრანდის 24 წლის მეკარით "უნიონია" დაინტერესებული.
როგორც აღინიშნება, ბერლინურმა კლუბმა ნიუბელის 2-წლიან არენდაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
მოგეხსენებათ, ნიუბელი "ბაიერნის" ფეხბურთელი 2020 წლის 1 ივლისს გახდა, კლუბს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" კიპერმა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.