ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი კარიერას გრემიოში გააგრძელებს
"ბაიერნის" ყოფილმა მცველმა, რაფინიამ "გრემიოსთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი.
აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
35 წლის ბრაზილიელი ახალ გუნდში წლის ბოლომდე დარჩება.
ბოლოს რაფინია ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ღირსებას იცავდა, საიდანაც ზამთარში წავიდა.
საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში სამხრეთამერიკელმა ერთი ასისტი მიითვალა.