ბაიერნის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბუნდესლიგაში ბრუნდება

„ბაიერნის“ ხორვატი ყოფილი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს.
WAZ-ის ინფორმაციით, კოვაჩი უახლოეს პერიოდში „ვოლფსბურგის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება და კლუბი ამას სულ მალე ოფიციალურადაც დაადასტურებს.
„მგლების“ შემადგენლობაში ხორვატი ფლორიან კოჰფელტდს შეცვლის, რომელთან ერთადაც გუნდმა ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა და მწვრთნელმა გუნდი კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით გაწყვეტის შედეგად დატოვა.
კოვაჩის უკანასკნელი სამუშაო ადგილი „მონაკო“ იყო, რომელშიც ის 2020 წლის ზაფხულიდან 2022 წლის 1 იანვრამდე დარჩა, ბუნდესლიგაში კი მას „ბაიერნის“ გარდა „აინტრახტში“ აქვს ნამუშევარი.