ბაიერნმა ალაბას შემცვლელი ლა ლიგაში იპოვნა და კონკურენციას რეალს გაუწევს
„ბაიერნმა“ „ვილიარეალის“ მცველი, პაუ ტორესი, ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ დაისახა.
Marca-ს ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ 24 წლის ესპანელს დავიდ ალაბას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ტორესს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი დაუგროვდა და მან ორი გოლის გატანაც მოასწრო.
საინტერესოა, რომ „ბაიერნს“ ამ ტრანსფერის განხორციელებაში მადრიდის „რეალი“ შეუშლის, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ხანგრძლივ პერსპექტივაში ტორესს გუნდის კაპიტნის, სერხიო რამოსის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.
როგორც იცით, დავიდ ალაბას „ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და ამ ეტაპზე, მიუნხენური გრანდი გახანგრძლივების მცდელობას შეეშვა, რადგან ავსტრიელის ფინანსური მოთხოვნები ზედმეტად გადაჭარბებულად მიიჩნია.