ავტორიზაცია

ბაიერნმა ალფონსო დევისს შეთავაზება გაუუქმა

ბაიერნმა ალფონსო დევისს შეთავაზება გაუუქმა
თარიღი 19 Jun 2024, 15:56
ბაიერნის დირექტორმა, მაქს ებერლმა ალფონსო დევისს 4-წლიანი კონტრაქტი, €14-მილიონიანი ხელფასი და ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის ბონუსები შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, The Athletic-ის ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანელობამ ამაზე უარი განაცხადა და მზადაა, კანადელი ფეხბურთელი გაყიდოს.

Cadena SER-ის ცნობით, "რეკორდმაისტერმა" დევისს ყველანაირი შეთავაზება გაუუქმა. ეს რეალ მადრიდისთვის კარგი ამბავია, რადგან, შესაძლოა, ალფონსო ხელში €35-50 მილიონად ჩაიგდონ ან მომავალ წელს უფასოდ დაიმატონ.

სავარაუდოდ, ბაიერნი მიმდინარე ზაფხულში დევისის შედარებით დაბალ ფასად გაყიდვაზე თანახმა იქნება, რადგან 2025 წელს ის თავისუფალი აგენტი ხდება და უფასოდ დაკარგავს.