ავტორიზაცია

ბაიერნმა დევისს ხელფასის სახით 14 მილიონი შესთავაზა - კანადელის მოთხოვნა უფრო დიდია

ბაიერნმა დევისს ხელფასის სახით 14 მილიონი შესთავაზა - კანადელის მოთხოვნა უფრო დიდია
თარიღი 14 მარ 2024, 12:16
ალფონსო დევისი და "ბაიერნი" ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ. 

სამშაბათს, მიუნხენის კლუბსა და კანადელი ფეხბურთელის აგენტს შორის ახალი მოლაპარაკებები გაიმართა, ამის შესახებ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება. 

"ბაიერნი" მზადაა მარცხენა მცველს წელიწადში დაახლოებით 14 მილიონი ევრო გადაუხადოს, ფეხბურთელის წარმომადგენელი კი 20 მილიონ ევროს მოითხოვს. 

ალფონსო დევისის ამჟამინდელი სამუშაო კონტრაქტი "ბაიერნთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.