ავტორიზაცია

ბაიერნმა გლადბახთან ნავსი გატეხა და 6 მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ბაიერნმა გლადბახთან ნავსი გატეხა და 6 მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა
თარიღი 02 Sep 2023, 22:53
ბუნდესლიგის მე-3 ტურში „ბაიერნმა“ „გლადბახს“ სტუმრად 2;1 მოუგო.

ანგარიში 30-ე წუთზე მასპინძელთა იაპონელმა მცველმა, კო იტაკურამ გახსნა. ლეროი სანემ წონასწორობა 58-ზე აღადგინა, 87-ზე კი „ბაიერნს“ გამარჯვება 18 წლის ფორვარდმა, მატის ტელმა მოუტანა.

იოზუა კიმიხმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი საგოლე პასი მიითვალა.

„ბაიერნმა“ „გლადბახს“ ბოლო 6 მატჩში პირველად სძლია - აქამდე, მიუნხენელებს 3 მარცხი (მათ შორის ერთ-ერთი 0:5) და ორი ფრე ჰქონდა.

თომას ტუხელის გუნდმა 3-დან 3 მატჩი მოიგო და მეორე ადგილს იკავებს, „ლევერკუზენი“ წინ ბურთების უკეთესი სხვაობის გამოა.