ავტორიზაცია

ბაიერნმა ინტერის პავარის თაობაზე თანხმობა განუცხადა, მაგრამ შემცვლელის მოყვანამდე გაყიდვაზე უარს ამბობს

ბაიერნმა ინტერის პავარის თაობაზე თანხმობა განუცხადა, მაგრამ შემცვლელის მოყვანამდე გაყიდვაზე უარს ამბობს
თარიღი 21 Aug 2023, 22:29
მიუნხენის „ბაიერნმა“ „ინტერს“ ბენჟამინ პავარის ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანური კლუბი ფრანგ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 2-3 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

პავარს „ინტერთან“ პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.

თუმცა, ტრანსფერი ვერ დაიხურება იქამდე, სანამ „ბაიერნი“ მის შემცვლელს არ იპოვის - თუ ეს არ მოხდა, მიუნხენელები ფეხბურთელს ერთი წლით დაიტოვებენ და გაისად უფასოდ დაკარგავენ.