ავტორიზაცია

ბაიერნმა ჯამალ მუსიალა რამდენიმე კვირით დაკარგა

ბაიერნმა ჯამალ მუსიალა რამდენიმე კვირით დაკარგა
თარიღი 23 Aug 2023, 23:39
სეზონი ჯერ ახლა დაიწყო, „ბაიერნმა“ კი ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უკვე დაკარგა.

Kicker-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა შემტევს, ჯამალ მუსიალას, ბარძაყის უკანა ზედაპირი აქვს დაზიანებული.

აღნიშნული დაზიანების შედეგად, მუსიალა რამდენიმე კვირას ნამდვილად გამოტოვებს და სავარაუდოდ, სექტემბერში თავის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, თოვლში სრიალის შედეგად ფეხმოტეხილი მანუელ ნოიერი მოედანს დღემდე არ დაბრუნებია.