ავტორიზაცია

ბაიერნმა მაიკლ ოლისესთვის სამედიცინო შემოწმება დაგეგმა

ბაიერნმა მაიკლ ოლისესთვის სამედიცინო შემოწმება დაგეგმა
თარიღი 04 ივლ 2024, 15:48
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბაიერნმა მაიკლ ოლისესთვის სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი კვირას დაგეგმა.

წყაროს ცნობით, დღემდე გაფორმებული არაფერი ყოფილა. ამასთან, გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურების შემდეგ, მიუნხენურ გრანდს შეატყობინეს, რომ კრისტალ პალასი ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან გარკვეულ ნაწილს მიიღებს, რაც მნიშვნელოვანი დეტალია.

იტალიელი ჟურნალისტის მიერ ადრე გავრცელებული ცნობებით, "რეკორდმაისტერი" ოლისეს სანაცვლოდ £45 მილიონს პლუს £5 მილიონს (ბონუსები) გადაიხდის და მას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

22 წლის ფრანგმა პროფესიონალური კარიერა რედინგში დაიწყო, 2021 წელს კი კრისტალ პალასში გადავიდა.