ბაიერნმა პალინიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

"ბაიერნმა" ჟოაო პალინიასთან პირადი კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.
მიუნხენური გუნდი 28 წლის პორტუგალიელს გრძელვადიან კონტრაქტზე შეუთანხმდა - რომელიც მინიმუმ 2027/2028 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი. ამის შესახებ Sky Sport-ი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნი" მზადაა ნახევარმცველში 50-დან 60 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნი" მზადაა ნახევარმცველში 50-დან 60 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.
მიუნხენურ კლუბში გადასვლის სურვილის შესახებ ფეხბურთელმა "ფულჰემს" და პირადად გუნდის მთავარ მწვრთნელ მარკ სილვას განუცხადა.