ბაიერნმა პარი სენ ჟერმენის შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრო გაამზადა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მიუნხენის ბაიერნი შეტევის გაძლიერებას გეგმავს და კლუბის მთავარი სამიზნე ცნობილია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას პსჟ-ს შემტევის, ბრედლი ბარკოლას დამატება სურს და მზად არის მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ბრედლი ბარკოლა პარი სენ ჟერმენის ღირსებას 2023 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება. transfermarkt-ზე 22 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.