ავტორიზაცია

ბაიერნმა რენს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა

ბაიერნმა რენს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა
თარიღი 23 ივლ 2024, 15:58
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბაიერნმა რენს დეზირე დუეს თაობაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.

ფრანგულმა კლუბმა "რეკორდმაისტერის" პირველი წინადადება 10 დღის წინ დაბლოკა, მაგრამ გერმანელები არ ნებდებიან. ამჯერად ისინი "წითელ-შავებს" €50 მილიონს პლუს ბონუსებს სთავაზობენ.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, სავარაუდოდ, ახალ შეთავაზებას პარი სენ-ჟერმენიც გააკეთებს. პსჟ-ის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის მოხიბვლას პროექტით აპირებს და მასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება სურს.

19 წლის ნახევარმცველი საკუთარ მომავალს მალე გადაწყვეტს.