ბაიერნმა სტუმრად ვერდერს მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა [VIDEO]
გერმანიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, "ვერდერმა" შინაურ კედლებში "ბაიერნს" უმასპინძლა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში მიუნხენელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 3:1.
ანგარიში 22-ე წუთზე ლეონ გორეცკამ გახსნა, რასაც 35-ე წუთზე სერჟ გნაბრის გოლი მოჰყვა - ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ტომას მიულერმა ჩაიწერა აქტივში.
მეორე ტაიმიც "ბაიერნის" უპირატესობით დაიწყო. 67-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქეთა კარი აიღო და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგმა დააფიქსირა, რომელმაც სტუმრების პრესტიჟის გოლი გაუტანა.
ამ მოგების შემდეგ, "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 58 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ვერდერი" კი 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა