ავტორიზაცია

ბაიერნმა ტრავმის გამო კიდევ 2 ფეხბურთელი დაკარგა

ბაიერნმა ტრავმის გამო კიდევ 2 ფეხბურთელი დაკარგა
თარიღი 26 Mar 2025, 18:15
ცოტა ხნის წინ ბაიერნმა დაადასტურა, რომ ალფონსო დევისმა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

აღნიშნული ტრავმის გამო კანადელ ფეხბურთელს 6 თვე გაუცდება, რაც ნიშნავს, რომ ის ამ სეზონში დაბრუნებას ვეღარ მოასწრებს.

ამასთან, ასევე ცნობილი გახდა, რომ მუხლის დაზიანების გამო გერმანულ გუნდს დაიო უპამეკანო რამდენიმე კვირით გამოაკლდა.

დევისისა და უპამეკანოს გარდა, "რეკორდმაისტერს" ლაზარეთში მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი და ალექსანდარ პავლოვიჩი ჰყავს.