ბაიერნმა უხვგოლიან მატჩში სტუმრად ფრაიბურგს ვერ მოუგო [VIDEO]
გერმანიის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, გაჩემპიონებული "ბაიერნი" "ფრაიბურგს" ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება უხვგოლიანი აღმოჩნდა და ფრედ დასრულდა - 2:2.
ანგარიში 26-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო, თუმცა ზუსტად სამ წუთში მცველმა, მანუელ გულდემ წონასწორობა აღადგინა.
50-ე წუთზე, სერჟ გნაბრი მოახერხა თავის გამოჩენა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. მიუხედავად ამისა, 53-ე წუთზე, "რეკორდმაისტერი" ლეროი სანეს გოლით წინ მაინც გავიდა.
მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ მოახერხეს - "რეკორდმაისტერს" უკანახაზელმა, კრისტიან გუნტერმა გაუტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ შეხვედრის შემდეგ, "ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 75 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "ფრაიბურგი" კი 45 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
ვიდეომიმოხილვა