ბაიერნს ერთბაშად ორი მეკარის ტრანსფერი ჩაეშალა - დე ხეას პირადად ტუხელმა დაბლოკა

„ბაიერნი“ დავიდ დე ხეას არ დაიმატებს, შტეფან ორტეგას ტრანსფერი კი ჩაიშალა.
ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გუშინ და დღეს დილით გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ორტეგას ტრანსფერი „მან სიტიდან“ „ბაიერნში“ საბოლოოდ ჩაიშალა.
მთავარი მიზეზი ის არის, რომ „სიტის“ და პეპ გვარდიოლას მისი გაშვება არ სურდათ, რადგან ახლა სარეზერვო კიპერის ძებნა კლუბის გეგმებში არ შედის.
„ბაიერნს“ ორტეგას იჯარით დამატება სურდა და კონკრეტული შეთავაზებითაც მიმართა, გუნდში მისი ხილვა თომას ტუხელსაც სურდა, მაგრამ არ გამოვიდა.
ასევე, არ გამოვიდა დავიდ დე ხეას ტრანსფერიც, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ტუხელმა მისი გადმოსვლა პირადად დაბლოკა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მანუელ ნოიერი მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება.