ბაიერნს ჰარი კეინის შენარჩუნება სურს და ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა ცენტრალური თავდამსხმელის, ჰარი კეინის შენარჩუნებას გეგმავს და მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
გერმანული მედიის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და დიდი შანსია 32 წლის ინგლისელმა ფორვარდმა ახალ კონტრაქტს ხელი უახლოეს პერიოდში მოაწეროს.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა ტოტენჰემი 2023 წელს დატოვა და ბაიერნის ფეხბურთელი გახდა. მიუნხენური კლუბის მაისურით მან 126 შეხვედრაში 119 გოლთან ერთად 30 ასისტი გაიფორმა.

