ავტორიზაცია

ბაკაიოკოს პრემიერ ლიგაში უხმობენ

ბაკაიოკოს პრემიერ ლიგაში უხმობენ
თარიღი 03 ივლ 2024, 15:02
ლონდონის არსენალი ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას გეგმავს. ''მეთოფეების'' პრიორიტეტი შეტევის ხაზის გადახალისებაა. მიკელ არტეტას სურვილია, რომ გუნდში მაღალი კონკურენცია იყოს და გრძელი სკამი ჰქონდეს. ლონდონური გუნდის ინტერესის ქვეშ, პსვს ვინგერი იოჰან ბაკაიოკო მოექცა. ბელგიელ შემტევს ნიდერლანდურ კლუბში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ეტყობა კიდეც, რომ ბელგიელი ფეხბურთელი გადაიზარდა და მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

21 წლის მოთამაშე გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო მის ანგარიშზე, 33 შეხვედრაში 12 გატანილი გოლია. ბაკაიკო პსვს თან ერთად, ნიდელნადების ჩემპიონი გახდა და ევრო სარბიელზე თავის ნაკრებთან ერთად იასპარეზა. მისი სატრანფერო ფასი 30 მილიონი ევროა და არსენალსს არ უნდა გაუჭირდეს ამ თანხის გადახდა. ბაკაიკოს მიმართ ინტერესს ლივერპულიც იჩენს.