ბალოტელი ზაფხულში მონცადან წავა

"მონცას" თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი 30 წლის ფორვარდს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.
როგორც აღინიშნება, ბალოტელის ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც გუნდის სერია ა-ში აღზევების შემთხვევაში მხარეებს შორის თანამშრომლობა ავტომატურად გაგრძელდება, თუმცა "მონცამ" ფლეი ოფის ფინალში წააგო და იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.
ბალოტელი "მონცაში" 2020 წლის დეკემბრიდან ირიცხება. 2020/21 წლების სეზონში "სუპერ მარიომ" 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.