ბარნლი ლიონის მცველში 14 მილიონ ევროს იხდის

"ლიონის" მცველმა, მაქსველ კორნემ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის კოტ'დივუარელისთვის "ბარნლი" იბრძვის. ინგლისურმა კლუბმა ფრანგებს შეთავაზებით უკვე მიმართა - 14 მილიონი ევრო.
2020/21 წლების სეზონში კორნემ "ლიონის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, აფრიკელი უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.