ბარსა - რეალის ქალთა გუნდების დაპირისპირებაში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა
„ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ ქალთა გუნდების ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩს „კამპ ნოუზე“ 91 553 მაყურებელი დაესწრო, რაც ქალთა ფეხბურთისთვის ეს აქამდე უპრეცენდენტო შემთხვევაა.
წინა რეკორდი 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაფიქსირდა, როცა აშშ-სა და ჩინეთის მატჩს სტადიონიდან თვალი 90 185-მა ადამიანმა მიადევნა.
„ბარსელონამ“ „რეალს“ 5:2 მოუგო და ტურნირის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 8:3 მოგებით გავიდა.