"ბარსას ხელძღვანელი რომ ვიყო, ხვალვე ვიყიდდი", - არსენალის ექს-ფეხბურთელმა ბარსელონას ნახევარმცველი ურჩია

„არსენალის“ ექს-ფოვარდმა, პოლ მერსონმა, გამოთქვა მოსაზრება, თუ რომელი ფეხბურთელი მოუხდებოდა „ბარსელონას“.
„ვხედავდი, როგორ დაიშალა „ბარსა“ „პსჟ-სთან“ მატჩში. „ბარსელონას“ ხელმძღვანელი რომ ვიყო, ხვალვე ვიყიდიდი ჯეკ გრილიშს.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ღირს ის. გრილიშის ტრანსფერს განვახორციელებდი, რადგან მას „კამპ ნოუზე“ ნებისმიერის გაგლეჯვა შეუძლია. ჯეკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში „ბარსელონა" შინ „პსჟ-სთან" 1:4 განადგურდა. ჯეკ გრილიშის „ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე პრესაში არასდროს არაფერი დაწერილა.