ბარსელონა ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერით ინტერესდება
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი იოზუა კიმიხის გადაბირებით ინტერესდება.
ბარსა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არ აპირებს, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის უკვე ემზადება და ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს.
გერმანული ბაზარი "ბლაუგრანასთვის" საკმაოდ ხელსაყრელად ჩანს, რადგან ბევრი ტოპ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება, მათ შორის, კიმიხიც.
ბაიერნი იოზუას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, თუმცა შეთანხმებისგან ჯერ ძალიან შორსაა. მისი შეძენით პრემიერ ლიგის კლუბებიც ინტერესდებიან.
ბაიერნი იოზუას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, თუმცა შეთანხმებისგან ჯერ ძალიან შორსაა. მისი შეძენით პრემიერ ლიგის კლუბებიც ინტერესდებიან.