ბარსელონა და ხეტაფე ალენიას ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან
"ხეტაფე" "ბარსელონას" ნახევარმცველის, კარლოს ალენიას შეძენასთან ახლოს არის.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, გასული სეზონის მეორე ნახევარი ესპანელმა ფეხბურთელმა "ხეტაფეში" იჯარით გაატარა.
22 შეხვედრაში ალენიამ ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გარდა ამისა, "ბარსელონა" 23 წლის ნახევარმცველის "ვალენსიას" მცველ ხოსე გაიას ტრანსფერში ჩართვის შესაძლებლობასაც განიხილავს.