ბარსელონა და მან სიტი კანსელოს ფასზე ვერ თანხმდებიან

„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ ჟოაო კანსელოს კიდევ ერთხელ ინათხოვრებს, მაგრამ ამჯერად სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებს „მან სიტის“ მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელის კიდევე რთი წლით შენარჩუნება სურთ, 2025-ში კი სრულფასოვნად გამოსყიდვა.
პრობლემებს ის წარმოადგენს, რომ კლუბები პოტენციური ტრანსფერის საფასურს სხვადასხვანაირად აფასებენ - „ბარსას“ კანსელოს გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ სურს, „სიტის“ კი იმედი აქვს, რომ 50 მილიონს მაინც მიიღებს.
„მან სიტიმ“ იცის, რომ ზაფხულში ფეხბურთელზე მაღალი მოთხოვნა იქნება, „არსენალი“ რამდენიმე თვის წინ მის შეძენას უკვე ცდილობდა, ასევე იყო საუდის არაბეთის შეთავაზებაც.