ავტორიზაცია

ბარსელონა და პორტუ მიკაილ ფაის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ბარსელონა და პორტუ მიკაილ ფაის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
თარიღი 28 Jun 2024, 19:01
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონა და პორტუ მიკაილ ფაის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კატალონიურმა კლუბმა სენეგალელი მცველის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, თანხა სჭირდება. ბარსა მზადაა, ფაი 15-16 მილიონ ევროდ გაასხვისოს, მაგრამ, ამასთანავე, სურს, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს. კონტრაქტში აღნიშნული პუნქტის ჩაწერის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ "ბლაუგრანა" მიკას არ გამოისყიდის, შესაძლოა, მომავალი ტრანსფერიდან გარკვეული წილი მაინც მიიღოს.

მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის ჯერ შეთანხმებული არაფერია - მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ბარსელონას მოთხოვნა იყოს.

19 წლის მოთამაშემ ბარსა ატლეტიკის შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ნამდვილად შთამბეჭდავი პერფორმანსები ჰქონდა.

ბარსელონამ ფაი 2023 წელს, ხორვატული კუსტოშიადან, 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. Transfermarkt-ი მას ამჟამად 10 მილიონ ევროდ აფასებს.