ავტორიზაცია

ბარსელონა დე იონგს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ბარსელონა დე იონგს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 06 Mar 2025, 17:01
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება განაახლა. 

ჟურნალისტ ფერან კორეას ცნობით, "ბლაუგრანამ" დე იონგს ახალი შეთავაზება გაუგზავნა. 

წყაროს ცნობით, შეთანხმების შემთხვევაში კონტრაქტი 2028 წლამდე გაგრძელდება, ფეხბურთელის ხელფასი კი იგივე დარჩება. 

მიმდინარე სეზონში 27 წლის დე იონგმა ყველა ტურნირზე 28 მატჩში ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.