ავტორიზაცია

ბარსელონა ესპანეთის ლა ლიგის 2024/25 წლების ჩემპიონია

ბარსელონა ესპანეთის ლა ლიგის 2024/25 წლების ჩემპიონია
თარიღი 16 May 2025, 08:39
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ბარსელონამ ესპანიოლი 2-0 დაამარცხა და წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ მატჩშის ანგარიში 53-ე წუთზე შორეული დარტყმით ლამინ იამალმა გახსნა, ხოლო 95-ე წუთზე ფერან ტორესმა გამოიჩინა თავი და ფლიკის გუნდმა ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

36 ტურის შემდეგ, კატალონიურ გრანდს 85 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის რეალს 7 ქულით უსწრებს - ლა ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 2 ტური დარჩა.
TOP.GE