ბარსელონა კაპიტანს იაფად ყიდის
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა მზადაა, მომავალ წელს ფრენკი დე იონგი €20 მილიონად გაყიდოს, რათა 2026 წელს მისი უფასოდ წასვლა თავიდან აირიდოს.
ნიდერლანდელს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება. კატალონიურმა გრანდმა მას შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ფეხბურთელი ამ წინადადებას არ პასუხობს.
გარდა ამისა, ბარსა სურს, მისი €35-მილიონიანი ხელფასი მოიშოროს, რომლის შემცირებაც დე იონგს არ სურს.
გარდა ამისა, ბარსა სურს, მისი €35-მილიონიანი ხელფასი მოიშოროს, რომლის შემცირებაც დე იონგს არ სურს.
ბარსელონამ ფრენკი 2019 წელს, აიაქსიდან, €86 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ, დე იონგმა 223 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 21 ასისტი გააკეთა.