ბარსელონა ლევანდოვსკის შემცვლელად 3 კანდიდატს განიხილავს
კატალონიის ბარსელონას ხელმძღვანელობა, რობერტ ლევანდოვსკის შეცვლაზე მუშაობას იწყებს და ამ ეტაპზე, 3 კანდიდატს განიხილავს.
ესპანური მედიის ცნობით, კატალონიელების მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც გუშინ მანჩესტერს სიტის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა და რონალდუს რეკორდი გაიმეორა.
24 წლის ნორვეგიელი შემტევის ღირებულება 175 მილიონი ევროა, ხოლო ხელფასის სახით სიტიში 24 მილიონს გამოიმუშავებს, რაც ბარსელონასთვის პრობლემაა და სწორედ ამიტომ, სხვა ვარიანტებიც განიხილება.
ლევანდოვკის შეცვლის მეორე კანდიდატი ვიქტორ გიოკერესია, რომელიც სპორტინგში თამაშობს და მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. 26 წლის შვედს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წელს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.
ბარსელონას სიაში მესამე კანდიდატი ლაიპციგის თავდამსხმელი, ბენჟამინ შეშკოა — 21 წლის სლოვენიელი გერმანულ კლუბში 2023 წლიდან ირიცხება და 48 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. შეშკოს ლაიპციგთან კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს და Transfermarkt მას 50 მილიონ ევროდ აფასებს.