ბარსელონა ოლმოს აგენტს დაუკავშირდა
"ლაიფციგის" ნახევარმცველი დანი ოლმო შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" დაუკავშირდა 26 წლის ვარსკვლავის აგენტს და აცნობა ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესის შესახებ.
დანი ოლმოს ტრანსფერი "ბლაუგრანას" დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება.
ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2007 წლიდან 2014 წლამდე უკვე თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია.