ავტორიზაცია

ბარსელონა პრემიერ ლიგიდან ტრანსფერს ხურავს - სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!

ბარსელონა პრემიერ ლიგიდან ტრანსფერს ხურავს - სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
თარიღი 17 მაი 2022, 18:11

კატალონიის "ბარსელონამ" პრემიერ ლიგაში მოასპარეზე "ლიდსის" შემტევ ნახევარმცველთან, რაფინიასთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

Goal იტყობინება, რომ ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ, გასულ კვირას შეათანხმა.

იმისათვის, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი რაფინია "ბარსელონას" სრულფასოვანი წევრი გახდეს, ესპანურ გუნდში სახელფასო ჭერის გათავისუფლებაა საჭირო. რაფინიას "ლიდსთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. თავის მხრივ, ესპანური გრანდი ფეხბურთელის მოხიბვლას ხელფასით ცდილობს და იმაზე ორჯერ მეტს სთავასობს, ვიდრე ახლა მას ინგლისურ კლუბში აქვს.

25 წლის ბრაზილიელმა, პრემიერ ლიგის ამ სეზონში, ჩატარებულ 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.