ბარსელონა პსჟ-სთან საპასუხო დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ტრავმა მიიღო.
34 წლის ესპანელმა ესპანეთის თასზე "სევილიასთან" გამართულ საპასუხო 1/2 ფინალურ შეხვედრაში მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა.
ასე და ამგვარად, პიკე რამდენიმე კვირას იუქმებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პსჟ"-სთან განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს.
მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" შინაურ კედლებში პარიზულ კლუბთან ანგარიშით 1:4 განადგურდა. საპასუხო მატჩი 10 მარტს გაიმართება.