"ბარსელონა რეალ მადრიდზე დიდია" | პიკესა და კასილიასის კამათი პოდკასტში

ბარსელონას ლეგენდა, ჟერარ პიკე, რეალ მადრიდის ლეგენდარული მეკარის, იკერ კასილიასის პოდკასტში მივიდა, რომელშიც მათ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.
კასილიასი: "რეალ მადრიდი ბარსელონაზე დიდია, ჩვენ მეტი ტიტული მოვიგეთ."
პიკე: "კი, მაგრამ ბარსას ჰყავდა რამდენიმე თაობა, რომელიც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. ზოგ სეზონში რეალ მადრიდი ტიტულებს იგებდა, მაგრამ ეს არავის ახსოვს, ბარსელონას თამაშს კი ყველა იხსენებს - სწორედ ამიტომ, ბარსა უფრო დიდია."
კასილიასი: "2009 წელს ჩელსისთან მატჩზე რას იტყვი?"
პიკე: "წლებია, რეალ მადრიდის ფანები ამ მატჩს მსაჯების თაობაზე ნებისმიერი კამათისას გვიხსენებენ და ეს მათ საკმარისი ჰგონიათ. მაგრამ, ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდის სკანდალური შეხვედრების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვერასდროს დავასრულებ."