ავტორიზაცია

ბარსელონა რონალდ არაუხოზე გაბრაზებულია

ბარსელონა რონალდ არაუხოზე გაბრაზებულია
თარიღი 15 Jul 2024, 12:59
შაი ლუგასის ინფორმაციით, ბარსელონას ხელმძღვანელობა რონალდ არაუხოზე გაბრაზებულია და მიმდინარე ზაფხულში მის გაყიდვას არ გამორიცხავს.

კატალონიურმა კლუბმა ურუგვაელ ფეხბურთელს ბრაზილიასთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ბარსელონაში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ის კოპა ამერიკის დასრულებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩა.

არაუხოს ბარსასთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. თუ რონალდი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და "ბლაუგრანა" მას ახლა არ გაყიდის, დიდი ალბათობით, მომავალ წელს კლუბს ურუგვაელის დაბალ ფასად გასხვისება მოუწევს.

წყაროს ცნობით, ბარსელონა არაუხოს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი. კატალონიელებს მის თაობაზე სარფიანი შეთავაზებები აქვთ.